Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის სასწავლო იდეა  -  სწორად დავგეგმოთ მომავალი ! ! !

ჩემი სკოლის არქივში...

მონაცემთა ელექტრონული არქივის აგება - „სტუდენტური გზები“

 სტატისტიკური დასკვნები მნიშვნელოვანია  სკოლის სასწავლო პროცესის წარმატებული მართვისთვის. მათ შორის მოიაზრება სკოლის კურსდამთავრებულთა ჩართულობის შესახებ მონაცემთა ანალიზის გაკეთება სკოლის შემდგომ სასწავლო დაწესებულებებში.

ვინაიდან სკოლას ამჯერად არ აქვს ასეთი ბაზა, პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები მოიძიებენ მონაცემებს ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლის კურსდამთავრებულთა  შესახებ, რაც ასახავს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის შემდგომ სასწავლო დაწესებულებებში, ააგებენ და დაამუშავებენ მონაცემთა ელექტრონულ ბაზას მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებით (სიხშირე, ფარდობითი სიხშირე, მოდა).

მონაცემთა თვალსაჩინო გრაფიკული გამოსახვის საფუძველზე გააანალიზებენ წლების მიხედვით  მიღწეულ შედეგებს, გააკეთებენ დასკვნებს მოსწავლეთა წარმატებულობის, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგის შესახებ. ისაუბრებენ თავიანთი სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ.

საპროექტო ინფორმაციას ბეჭდური  ბუკლეტების  სახით, მონაცემთა ელექტრონულ არქივს "სტუდენტური გზები" გადასცემენ სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც  სკოლის ვებ-გვერდზე დაიდება - მომდევნო წლებში მისი განვითარების თვალსაზრისით.

1 comment:

  1. თქვენი იდეა კარგია, განსაკუთრებით მომეწონა ოცდამეერთე საუკუნის პრობლემების წინა პლანზე წამოწევა,სასურველია იდეაში ჩანდეს, მოსწავლეები როგორ უდა იქცეოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაშ, იმისათვის რომ ეკოლოგიური პრობლემები ნაკლებად შეიქმნას.

    ReplyDelete