Saturday, November 1, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები

პროექტის სასწავლო  მიზნები და შედეგები

 მოსწავლეები 
მოიძიებენ მონაცემებს ბოლო 5 წლის განმავლობაში (2010-2014) სკოლის კურსდამთავრებულთა  შესახებ სკოლის არქივში, სკოლის ინფომენეჯერთან ინტერვიუს, სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის, უშუალოდ კურსდამტავრებულებთან ინტერვიუს დახმარებით, რაც ასახავს მათ ჩართულობას სკოლის შემდგომ სასწავლო დაწესებულებებში, მათ პროფესიულ არჩევანთან.
ააგებენ მონაცემთა ელექტრონულ ბაზას "სტუდენტური გზები" ელექტრონული ცხრილების პროგრამის გამოყენებით (MS Excel)
მონაცემთა ბაზას დაამუშავებენ მათემატიკური სტატისტიკისდა ტექნოლოგიური მეთოდებით (სიხშირე, ფარდობითი სიხშირე, მოდა) უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგის, პროფესიული პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით.

მონაცემთა თვალსაჩინო გრაფიკული გამოსახვის საფუძველზე გააანალიზებენ წლების მიხედვით  მიღწეულ შედეგებს, გააკეთებენ დასკვნებს მოსწავლეთა წარმატებულობის, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგის შესახებ
ისაუბრებენ თავიანთი სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ.

საპროექტო ინფორმაციას ბეჭდური  ბუკლეტების  სახით, მონაცემთა ელექტრონულ არქივს "სტუდენტური გზები" გადასცემენ სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც  სკოლისვებ-გვერდზე დაიდება - მომდევნო წლებში მისი განვითარების თვალსაზრისით.

No comments:

Post a Comment