Friday, November 14, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელ ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის დასრულებაა.
ვეცნობით კოლეგების პორტფოლიოს მასალებს, პრეზენტაციებს, სასწავლო პროეტის გეგმის მოდელებს, საპროექტო იდეების შესაბამისად მასწავლებლის პრეზენტაციისა და მოსწავლის პრეზენტაციის მოდელებს.

ვმსჯელობთ წარმოდგენილი საპროექტო იდეების აქტუალობისა და მათი რეალურ პირობებში განხორციელების წარმატებულობის, პროექტის განხორციელების პირობებში პედაგოგიური მეთოდოლოგიის თანამედროვე სტრატეგიების ჩართულობის  შესახებ.

ტრენინგის დასრულების დღე ძალზედ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მივიღეთ ტრენერის - ლალი გიგაურის სწორი რეკომენდაციები, კოლეგებისაგან დადებითი კომენტარები და რჩევები პროექტის იდეის უკეთესად განვითარებისა და  განხორციელების შესახებ.

მადლობა ლალი გიგაურს - ინტელ ტრენინგის ხელმძღვანელს. მადლობა კოლეგებს თანამშრომლობისათვის.
სიამოვნებით გავიმეორებდით ტრენინგს

No comments:

Post a Comment