Friday, November 28, 2014

ინტელ ტრენინგის შეფასება

მადლობას ვუხდი ლალი გიგაურს, ყველაზე კარგ ტრენერს საქართველოში, ტრენინგის ასე შინაარსიანად წარმართვაში, ახლა ჯერი ჩვენზეა, როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას... მარიამ

მასწავლებლის პრეზენტაცია

მასწავლებლის პრეზენტაცია

Friday, November 14, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელ ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის დასრულებაა.
ვეცნობით კოლეგების პორტფოლიოს მასალებს, პრეზენტაციებს, სასწავლო პროეტის გეგმის მოდელებს, საპროექტო იდეების შესაბამისად მასწავლებლის პრეზენტაციისა და მოსწავლის პრეზენტაციის მოდელებს.

ვმსჯელობთ წარმოდგენილი საპროექტო იდეების აქტუალობისა და მათი რეალურ პირობებში განხორციელების წარმატებულობის, პროექტის განხორციელების პირობებში პედაგოგიური მეთოდოლოგიის თანამედროვე სტრატეგიების ჩართულობის  შესახებ.

ტრენინგის დასრულების დღე ძალზედ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მივიღეთ ტრენერის - ლალი გიგაურის სწორი რეკომენდაციები, კოლეგებისაგან დადებითი კომენტარები და რჩევები პროექტის იდეის უკეთესად განვითარებისა და  განხორციელების შესახებ.

მადლობა ლალი გიგაურს - ინტელ ტრენინგის ხელმძღვანელს. მადლობა კოლეგებს თანამშრომლობისათვის.
სიამოვნებით გავიმეორებდით ტრენინგს

მერვე დღის რეფლექსია

ინტელ ტრენინგის მერვე დღე


  • მეშვიდე დღის რეფლექსია;
  • მერვე დღის სამუშაო გეგმის გაცნობა;
  • დამხმარე, ფასილიტაციის ნიმუშების გაცნობა ტრენერის მიერ მაილზე გადმოგზავნილი მასალების მიხედვით;
  • დიფერენცირებული სწავლების კითხვარზე მუშაობა;
  • სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობის დასრულება;
  • პროექტის პორტფოლიოს განხილვა;
  • პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა Google / My Drive -ზე და მისი განთავსება ჩვენს Blog -ზე mariambagrationi-intel.blogspot.com;
  • ბლოგზე განთავსებული პორტფოლიოების განხილვა/შეფასება;
  • მერვე დღის რეფლექსია.




Sunday, November 9, 2014

მეშვიდე რის რეფლექსია

ინტელ ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლესია


  •  მეექვსე დღის რეფლექსია
  •  ინტელის სასწავლო ელექტრონული ბიბლიოთეკიდან სასწავლო პროცედურების დოკუმენტების გაცნობა 
  • ინტელის სასწავლო ელექტრონული ბიბლიოთეკიდან მოსწავლის შეფასების რუბრიკის გაცნობა და ჩვენი პროექტის შესაბამისად მისი ადაპტირება
  • ბლოგზე გაჯეტების ჩასმის ტექნოლოგიის გაცნობა და ახალი გაჯეტების ჩასმა.
  • მეშვიდე დღის რეფლექსია



Friday, November 7, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

ინტელ ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია
  •  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაციების განხილვა და ატვირთვა;
  • გამოყენებული ლიტერატურის შევსება ინტერნეტში მოძიებული მასალების URL კოდების მითითებით;
  • პრეზენტაციის ჩასწორება  My Drive -დან,  ბლოგზე ატვირთვა, პრეზენტაციის რედაქტირება My Drive -დან;
  • lalig-inteledu.blogspot.com ბლოგზე "სასარგებლო რესურსებიდან"-  "შეფასების სტრატეგიების" გაცნობა და სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების პუნქტების შევსება შეფასების პორტფოლიოში - ფაილის - Unit-Plan_Template;
  •  ბლოგზე გვერდების ჩამატების შესწავლა;
  • ბლოგის გადაყვანა საიტზე.
  • ბლოგის ახალი გვერდების შევსების გაცნობა ინფორმაციით - "ჩემ შესახებ"

Sunday, November 2, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ინტელ ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია


  • ინტელ-ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია;
  • კოლეგების მიერ ბლოგზე წარმოდგენილი  მიმართულების მიმცემი კითხვების განხილვა;
  • მასწავლებლის პრეზენტაციაზე მუშაობა;
  • მასწავლებლის პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე (Google-დან  My Drive-ის გამოყენება);
  • მოსწავლის საპროექტო პრეზენტაციის მოდელის გაცნობა, როგორ ააგოს მოსწავლემ პრეზენტაცია;
  • ინტერნეტში მასალების გამოქვეყნების იურიდიული და საავტორო კანონმდებლობის გაცნობა;
  • ნაშრომზე, პრეზენტაციაზე გამოყენებული წყაროების, ლიტერატურის მითითების  სტილის გაცნობა, მათ შორის სახელმძღვანელოების, სტატიების, ინტერნეტ-მასალების;
  • ინტელ-ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია



Saturday, November 1, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები


ზოგადი კითხვა
როგორ დამეხმარება მათემატიკა ფაქტების/მოვლენების შეფასების პროცესში

თემატური კითხვა

რატომ არის მნიშვნელოვანი მათემატიკური სტატისტიკის  მეთოდების გამოყენება  მონაცემთა დამუშავების პროცესში?


შინაარსობრივი კითხვები


  • მათემატიკური სტატისტიკის რა მეთოდებს ვიყენებთ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას?
  • მონაცემთა შეგროვების რა მეთოდებია თქვენთვის ცნობილი?
  • მონაცემთა დამუშავებისას რა მახასიათებლებს მივმართავთ? (სიხშირე, ფარდობითი სიხშირე, მოდა)
  • რა მეთოდებით ახდენენ მონაცემთა თვალსაჩინო გამოსახვას? (გრაფიკული მეთოდები: სვეტოვანი, წერტილოვანი, ხაზოვანი, პოლიგონი, წრიული)









პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები

პროექტის სასწავლო  მიზნები და შედეგები

 მოსწავლეები 
მოიძიებენ მონაცემებს ბოლო 5 წლის განმავლობაში (2010-2014) სკოლის კურსდამთავრებულთა  შესახებ სკოლის არქივში, სკოლის ინფომენეჯერთან ინტერვიუს, სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის, უშუალოდ კურსდამტავრებულებთან ინტერვიუს დახმარებით, რაც ასახავს მათ ჩართულობას სკოლის შემდგომ სასწავლო დაწესებულებებში, მათ პროფესიულ არჩევანთან.
ააგებენ მონაცემთა ელექტრონულ ბაზას "სტუდენტური გზები" ელექტრონული ცხრილების პროგრამის გამოყენებით (MS Excel)
მონაცემთა ბაზას დაამუშავებენ მათემატიკური სტატისტიკისდა ტექნოლოგიური მეთოდებით (სიხშირე, ფარდობითი სიხშირე, მოდა) უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგის, პროფესიული პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით.

მონაცემთა თვალსაჩინო გრაფიკული გამოსახვის საფუძველზე გააანალიზებენ წლების მიხედვით  მიღწეულ შედეგებს, გააკეთებენ დასკვნებს მოსწავლეთა წარმატებულობის, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგის შესახებ
ისაუბრებენ თავიანთი სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ.

საპროექტო ინფორმაციას ბეჭდური  ბუკლეტების  სახით, მონაცემთა ელექტრონულ არქივს "სტუდენტური გზები" გადასცემენ სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც  სკოლისვებ-გვერდზე დაიდება - მომდევნო წლებში მისი განვითარების თვალსაზრისით.

მეოთხე დღის რეფლექსია

ინტელ-ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია


  • ინტელ-ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
  • მოსწავლის ამოცანებისა და შედეგების დადგენა
  • პროექტის სასწავლო მიზნებისა და სასწავლო შედეგების განთავსება ბლოგზე და კოლეგების მასალების განხილვა და ურთიერთშეფასება.
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  ნიმუშებისა და რუბრიკის გაცნობა
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების აგება და ბლოგზე განთავსება
  • კოლეგების მასალების გაცნობა, განხილვა.
  • მასწავლებლის პრეზენტაციის მოდელის აგება პროგრამაში Power Point
  • მეოთხე დღის რეფლექსია



Friday, October 31, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ინტელ-ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია;


  1. ინტელ-ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია.
  2. ტრენინგის მესამე დღის სამუშაო გეგმის გაცნობა;
  3. ბროშურაზე ინფორმაციის განლაგება, რაც უკავშირდება სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას ჩვენი სასწავლო პროექტის შესახებ; სასწავლო პროექტის გეგმის დოკუმენტის შევსება;
  4. ინტელ-ტრენინგის ელექტრონული სახელმძღვანლოს  რესურსებიდან "სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკის განხილვა;
  5. ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებიდან ჩვენი პროექტის ფარგლებში შესაბამისი სტანდარტების შერჩევა;
  6.  21-ე საუკუნის უნარებიდან ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარების შერჩევა;
  7. როგორ ავაგოთ პროექტის სასწავლო მიზნებისა და შედეგები;
  8. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოს საქაღალდეებში ელექტრონული რესურსების შესაბამისად მოთავსება;
  9. ინტელ-ტრენინგის მესამე დღის მუშაობის რეგლექსია


მეორე დღის რეფლექსია

ინტელ ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

1. ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია, დღის სამუშაო გეგმის გაცნობა
2. კალენდარის მიხედვით ინტელ-ტრენინგის სამუშაო გრაფიკის აგება;
3. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა;
4. ბლოგზე წარმოვადგინეთ საპროექტო იდეა;
5. გავეცანით კოლეგების საპროექტო იდეებს ბლოგზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით. შევისწავლეთ როგორ მოვახდინოთ კოლეგებთან ურთიერთობაში პოსტების გამოქვეყნების ტექნოლოგიას;
6. გავეცანით ბროშურის აგების ტექნოლოგიას ტექსტურ რედაქტორში.



Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის სასწავლო იდეა  -  სწორად დავგეგმოთ მომავალი ! ! !

ჩემი სკოლის არქივში...

მონაცემთა ელექტრონული არქივის აგება - „სტუდენტური გზები“

 სტატისტიკური დასკვნები მნიშვნელოვანია  სკოლის სასწავლო პროცესის წარმატებული მართვისთვის. მათ შორის მოიაზრება სკოლის კურსდამთავრებულთა ჩართულობის შესახებ მონაცემთა ანალიზის გაკეთება სკოლის შემდგომ სასწავლო დაწესებულებებში.

ვინაიდან სკოლას ამჯერად არ აქვს ასეთი ბაზა, პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები მოიძიებენ მონაცემებს ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლის კურსდამთავრებულთა  შესახებ, რაც ასახავს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის შემდგომ სასწავლო დაწესებულებებში, ააგებენ და დაამუშავებენ მონაცემთა ელექტრონულ ბაზას მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებით (სიხშირე, ფარდობითი სიხშირე, მოდა).

მონაცემთა თვალსაჩინო გრაფიკული გამოსახვის საფუძველზე გააანალიზებენ წლების მიხედვით  მიღწეულ შედეგებს, გააკეთებენ დასკვნებს მოსწავლეთა წარმატებულობის, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგის შესახებ. ისაუბრებენ თავიანთი სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ.

საპროექტო ინფორმაციას ბეჭდური  ბუკლეტების  სახით, მონაცემთა ელექტრონულ არქივს "სტუდენტური გზები" გადასცემენ სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც  სკოლის ვებ-გვერდზე დაიდება - მომდევნო წლებში მისი განვითარების თვალსაზრისით.

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე 25 ოქტომბერი 2014 წელი

გავეცანით ინტელ ტრენინგის მიზნებს, ძირითად ამოცანებს
ტრენინგის მთავარი მიზანი - პროექტებით სწავლების მეთოდოლოგიის დაუფლება

ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს პირველ მოდულზე-პროექტებით სწავლება, გავიარეთ აღნიშნული მოდულის სამი აქტივობა


ავაგეთ სამუშაო საქაღალდეების სტრუქტურა

ავაგეთ ბლოგი ტრენინგის მასალების პუბლიკაციისათვის

გავეცანით ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელოს საშუალებით უკვე აგებულ პროექტების ნიმუშებს,  XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს.

მოგვეცა საშინაო დავალება  პროექტის დასახელება და ანოტაცია

 დავგეგმეთ მეორე დღის სამუშაო პროცესი.

ძალზედ საინტერესო მოლოდინებს გვთავაზობს წარმოდგენილი ტრენინგი